გადაწყვეტილება N 259 შპს “ საქართველოს მილსადენის კომპანია ( GPC )”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 19, 2002
მიღების თარიღი ივლისი 19, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „საქართველოს მილსადენის კომპანია (GPC)”-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურებით (N 209.0302/2 28.03.02 და N 20415 15.05.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს შპს „საქართველოს მილსადენის კომპანია (GPC)”-მ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე