წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 262 რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურის BUINAKSK – 101 . 2 MHz წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 262 / 14

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 19, 2002

მიღების თარიღი ივლისი 19, 2002

 რუსეთის რადიოსამაუწყებლო  სადგურის  BUINAKSK – 101.2 MHz წარმოდგენილი  ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე   თანხმობის გაცემის შესახებ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი  (№ UMS- 50/1538 09.07.02.)  რუსეთის  რადიოსამაუწყებლო სადგურისათვის BUINAKSK – 101.2 MHz მინიჭებული სიხშირის გამოყენების  შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

  გადაწყვიტა  :

     

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურის BUINAKSK – 101.2 MHz გამოყენებაზე (2002 წლის 9 ივლისის № UMS-50/1538 წერილის   დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო

სამსახურს (თ. ძაგნიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

Calendar
«»
ორსაოთხუპაშაკვ
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები