წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 283 შ . პ . ს . “ იბერიატელი ”- სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 283 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 02, 2002

მიღების თარიღი აგვისტო 02, 2002

  შ.პ.ს. „იბერიატელი”-სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  მიეცეს ნებართვა შპს „იბერიატელს” ადგილობრივი სატელეფონო სისტემითა და ქსელით მომსახურეობის განსახორციელებლად N 984 ლიცენზიის მოქმედების ვადით ისარგებლოს ნუმერაციის შემდეგი რესურსით:

ხობი                      8215 5 0XXX

მარტვილი             8218 5 0XXX

ჩხოროწყუ            8217 5 0XXX

ზუგდიდი                8215 3 0XXX

2.                  ლიცენზიის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში ინდექსის გამოუყენებლობის შემთხვევაში კომისიამ განიხილოს საკითხი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის მიზანშეწონილობის შესახებ;

3.                  კავშირგაბმულობის სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შპს „სერვისი” ვალდებულია, ნუმერაციის რესურსის  გამოყენების საკითხი მოიყვანოს ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობაში.

4.                  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში (ქ. თბილისი ლესელიძის ქუჩა N12).

5.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                                                               ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები