წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 285 შპს “ ელეგია ”- სათვის საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 285 / 1

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 02, 2002

მიღების თარიღი აგვისტო 02, 2002

შპს „ელეგია”-სათვის საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე  ლიცენზიის გაცემის  შესახებ  

                  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ.გ. ქვეპუნქტისა და 453-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ

                  გადაწყვიტა:

1. მიეცეს ლიცენზია შპს „ელეგია”-ს საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

ლიცენზიის სახეობა: საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: საკაბელო საერთო რადიომაუწყებლობა (ქ.დმანისი, წარმოდგენილი ტექნიკური პროექტით გათვალისწინებული სამოქმედო ზონის ფარგლებში).

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში.

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში (ქ.თბილისი, ლესელიძის ქ.N22).

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) და ტექნიკურ (მ.გოთოშია) სამსახურებს.

კომისიის თავმჯდომარე:                  ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები