გადაწყვეტილება N 286 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესში დამატებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 02, 2002
მიღების თარიღი აგვისტო 02, 2002
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში საშემსრულებო დისციპლინის ამაღლების, კომისიის წევრების საკონტროლო დავალებების და კომისიაში შემოსული კორესპონდეციების დადგენილ ვადებში შესრულების მიზნით,
კომისიამ გადაწყვიტა:
1. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესის” მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 7.4. და 7.5. პუნქტები:
„7.4. კომისია ყოველი კვარტლის ბოლოს მოისმენს კომისიის აპარატის სამსახურების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, რომლის საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს კომისიის აპარატის მუშაკთა წახალისებისა ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე კომისიის თავმჯდომარის ბრძანების გამოცემის მიზანშეწონილობის საკითხი.
7.5. წერილებსა და კორესპოდენციებზე მუშაობის დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში დისციპლინური სასჯელები შეიძლება გამოყენებული იქნას შემდეგი პრინციპის შესაბამისად:
1. კორესპოდენციებზე მუშაობის დადგენილი ვადების დარღვევისათვის:
ა) თვის განმავლობაში საერთო რაოდენობის 20%-მდე შენიშვნა;
ბ) თვის განმავლობაში საერთო რაოდენობის 20%-დან 40%-მდე საყვედური;
გ) თვის განმავლობაში საერთო რაოდენობის 40%- ზე მეტი სასტიკი საყვედური.
2. კომისიის წევრების მიერ კონტროლზე აყვანილი და საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე კომისიაში შემოსული წერილების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობისათვის:
ა) პირველ შემთხვევაში შენიშვნა;
ბ) მეორე შემთხვევაში - საყვედური;
გ) მესამე შემთხვევაში სასტიკი საყვედური.
7.6. ამ მუხლის 7.2. პუნქტის მე-4 ქვეპუნქტში მითითებული სასჯელი დათხოვნა, შეიძლება გამოყენებული იქნას, თუ მუშაკს დისციპლინური საჯელის სახით ადრე მიღებული აქვს ორი შენიშვნა ან ერთი საყვედური ან სასტიკი საყვედური.”
2. დაევალოს ადმინისტრაციულ სამსახურს (ი.ლორია) წინამდებარე გადაწყვეტილება ხელმოწერით გააცნოს კომისიის აპარატის ყველა მუშაკს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე
