გადაწყვეტილება N 289 ეუთოს მისიისათვის საქართველოში ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 06, 2002
მიღების თარიღი აგვისტო 06, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა ეუთოს მისიას საქართველოში შემოიტანოს ქვეყნის ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 235.0702; 15.07.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს ეუთოს მისიამ საქართველოში აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ
სასამართლოში (ქ.თბილისი ლესელიძის ქ.22)
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
