გადაწყვეტილება N 291 შპს ” ბპ ექსპლორეიშენ ( კასპიენ სი ) ჯორჯია “- სათვის საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 06, 2002
მიღების თარიღი აგვისტო 06, 2002
შპს ”ბპ ექსპლორეიშენ (კასპიენ სი) ჯორჯია„- სათვის საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს ”ბპ ექსპლორეიშენ (კასპიენ სი) ჯორჯია„-ს შემოიტანოს საქართველოში თანდართული ანგარიშფაქტურით (N 1907933-IN 24.07.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. აღირიცხოს მაღალსიხშირული მოწყობილობები კომისიის შესაბამის
მონაცემთა ბაზაში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ
სასამართლოში (ქ.თბილისი ლესელიძის ქ.22)
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
