წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 298 შ . პ . ს . “ კავკასუს ნეტვორკის ” N 1074 ლიცენზიის ( თრანქული სისტემით მომსახურება ) ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 298 / 6

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2002

მიღების თარიღი აგვისტო 09, 2002

შ.პ.ს. „კავკასუს ნეტვორკის” N 1074 ლიცენზიის (თრანქული სისტემით მომსახურება) ვადის გაგრძელების  შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შ.პ.ს. „კავკასუს ნეტვორკის” N 1074 ლიცენზიას,  2012 წლის 20 ივლისამდე;

2.      შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;

3.      დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს /გ. კვერენჩხილაძე/ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში (ქ. თბილისი ლესელიძის ქუჩა N12).

5.      კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ  ტექნიკურ    /მ. გოთოშია/ და იურიდიულ სამსახურებს /გ. კვერენჩხილაძე/.

კომისიის თავმჯდომარე                                                                               ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები