გადაწყვეტილება N 302 საქართველოს გაეროს განვითარების პროგრამის წაარმომადგენლობისათვის ( UNDP ) ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2002
მიღების თარიღი აგვისტო 13, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საქართველოს გაეროს განვითარების პროგრამის წაარმომადგენლობას (UNDP ) შემოიტანოს ქვეყნის ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 2128; 25.07.02.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;
2. აღირიცხოს მაღალსიხშირული მოწყობილობა კომისიის შესაბამის
მონაცემთა ბაზაში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ
სასამართლოში (ქ.თბილისი ლესელიძის ქ.22)
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე