გადაწყვეტილება N 303 ფონდი “ ქომაგი ”- სათვის 420.250 და 426.050 მგჰც სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 14, 2002
მიღების თარიღი აგვისტო 14, 2002
ფონდი „ქომაგი”- სათვის 420.250 და 426.050 მგჰც სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ფონდს „ქომაგი” შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით არაკომერციული მიზნით 420.250 და 426.050 მგჰც სიხშირეები, ქ. თბილისში რადიოკავშირისათვის ;
2. ფონდმა ”ქომაგი„ უზრუნველყოს კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;
3. სიხშირეების მინიჭებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ფონდი ”ქომაგი„-ს სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ
სასამართლოში (ქ.თბილისი ლესელიძის ქ.22)
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე