წვდომის მენიუ

საქართველოს საპატრიარქოს რადიო ”ივერია“- სათვის თბილისი-ცივგომბორი-ყვარელი და ბექამი-ბორჯომი-ახალციხეს შორის რადიოსარელეო ხაზის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 304 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2005

მიღების თარიღი აგვისტო 14, 2002

    

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 გადაწყვიტა:

1.       მიენიჭოს საქართველოს საპატრიარქოს რადიო ”ივერია“- ს  შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით არაკომერციული მიზნით თბილისი-ცივგომბორი --ყვარელი  და  ბექამი-ბორჯომი-ახალციხეს   შორის  რადიოსარელეო ხაზის   396.500 და 397.500  მგჰც  სიხშირეები;    

2.     უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოს რადიო ”ივერია“-მ  კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა სარელეო  სადგურების   გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.      სიხშირეების მინიჭებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში საქართველოს საპატრიარქოს რადიო ”ივერია“- ს”   სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;              

4. გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ

     სასამართლოში (ქ.თბილისი ლესელიძის ქ.22);

5.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს. 

                   კომისიის თავმჯდომარე                                                            ვ.აბაშიძე 
Calendar
«»
ორსაოთხუპაშაკვ
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები