გადაწყვეტილება N 307 საქართველოს მიკროსა ფ ინანსო ბანკისათვის ( MBG ) 442,175 და 447.400 მგჰც სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 14, 2002
მიღების თარიღი აგვისტო 14, 2002
საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკისათვის (MBG)
442,175 და 447.400 მგჰც სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკს ( MBG ) შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით არაკომერციული მიზნით 442,175 და 447,400 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირისათვის;
2. უზრუნველყოს საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკმა ( MBG ) კომისიაში
სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების
გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკის ( MBG ) სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ
სასამართლოში (ქ.თბილისი ლესელიძის ქ.22);
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს
სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე