წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 308 შპს „ ექსელენს ჰაიტეკ ჯორჯია “- სათვის სამუშაო სიხშირეების ( 2400 - 2485მგჰც ) მინიჭების შესახებ

ნომერი: 308 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 14, 2002

მიღების თარიღი აგვისტო 14, 2002

შპს „ექსელენს ჰაიტეკ ჯორჯია„-სათვის სამუშაო სიხშირეების (2400 - 2485მგჰც )  მინიჭების  შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 გადაწყვიტა:

1.        მიენიჭოს შპს „ექსელენს ჰაიტეკ ჯორჯიას„ 2400-2485მგჰც  სამუშაო სიხშირეები რადიომოდემების ექსპლუატაციისათვის;

2.       უზრუნველყოს შპს „ექსელენს ჰაიტეკ ჯორჯიამ„ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.       კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში შპს „ექსელენს ჰაიტეკ ჯორჯიას„ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში (ქ. თბილისი ლესელიძის ქუჩა N12).

5.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (მ. გოთოშია). 

/ე.ასანიძე/

                                                                       

/გ. გიორგაძე/

/თ. ძაგნიძე/

მოამზადა: მ. გოთოშია

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები