გადაწყვეტილება N 310 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 14, 2002
მიღების თარიღი აგვისტო 14, 2002
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში კომისია) გადაწყვეტილებების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. კომისიის მიერ 2000, 2001 წლებში და 2002 წლის 14 აგვისტომდე გამოცემულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეხება ლიცენზიის მფლობელთა ხელახალ რეგისტრაციას, ლიცენზიების გაცემას, მოდიფიცირებას, გაუქმებას, ვადის გაგრძელებას, ნებართვების გაცემას, კონკურსის გამოცხადებას, კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენას, სიხშირეების მინიჭებას, ოპერატორებს შორის დავების გადაწყვეტას, ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტი:
„გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში (ქ.თბილისი, ლესელიძის ქ.22) ექვსი თვის ვადაში”.
2. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში და გავრცელდეს პრესით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში (ქ.თბილისი, ლესელიძის ქ.22) ექვსი თვის ვადაში.
4. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ი.ხარებავას.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე