წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 311 მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დამდგენი დამოუკიდებელი ორგანოს დანიშვნის მიზნით ტენდერის გამოცხადების თაობაზე

ნომერი: 311 / 10

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 14, 2002

მიღების თარიღი აგვისტო 14, 2002

მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დამდგენი დამოუკიდებელი ორგანოს დანიშვნის მიზნით ტენდერის გამოცხადების თაობაზე

მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დადგენის მიზნით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 455 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 158-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტისა და 159-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია)

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს ღია ტენდერი მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დამდგენი დამოუკიდებელი ორგანოს (შემდგომში – დამოუკიდებელი ორგანო) დანიშვნის მიზნით.

2. დამოუკიდებელი ორგანო ინიშნება „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 455 მუხლის პირველი პუნქტის და 55-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სიხშირეთა გეგმის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

3. დამოუკიდებელი ორგანო შედგება 5 წევრისაგან. წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე. 3 წევრი უნდა იყოს ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელების, ტექნიკური ელექტროდინამიკის და საანტენო სისტემების სპეციალისტი, ხოლო 2 - საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენელი.

4. დამოუკიდებელი ორგანოს წევრი უნდა ფლობდეს მაუწყებლობის განხორციელებისათვის საჭირო ტექნიკური ან სამართლებრივი ნორმების შემუშავების გამოცდილებას, სასურველია, რომ მათ გააჩნდეთ მაუწყებლობის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება. ტენდერში მონაწილეობა არ შეიძლება მიიღოს პირმა, რომელსაც გააჩნია პირადი ინტერესი ანდა არსებობს სხვა გარემოება, რაც კომისიის აზრით, ზეგავლენას მოახდენს საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტაზე.

5. დამოუკიდებელი ორგანოს წევრის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება 400 (ოთხასი) ლარით.

6. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:

- სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, მოქალაქეობა, კვალიფიკაცია, სამუშაო გამოცდილება, სამუშაო ადგილი.

7. განცხადებას უნდა დაერთოს – პირადობის მოწმობის ასლი, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ცნობა სამუშაო ადგილიდან.

8.  თითოეულმა პირმა განცხადება უნდა წარმოადგინოს დამოუკიდებლად. ერთობლივი განცხადებები არ მიიღება.

9. განცხადებები მიიღება ა/წლის 2 სექტემბრამდე, კომისიის ოფისში მისამართზე: ქ.თბილისი, ჭანტურიას ქ.12.

10. კომისია დამოუკიდებელი ორგანოს წევრებს დანიშნავს   6 სექტემბრამდე.

11. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში და პრესაში.

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში (ქ.თბილისი, ლესელიძის ქ.22) ექვსი თვის ვადაში.

13. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                                      ვ.აბაშიძე

 
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები