გადაწყვეტილება N 314 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 16, 2002
მიღების თარიღი აგვისტო 16, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე, თანდართული ანგარიშფაქტურით (No,13456-02; 05.08.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აპარატურის შემოტანისთანავე სათანადო ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. აღირიცხოს მაღალსიხშირული მოწყობილობები კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში (ქ. თბილისი ლესელიძის ქ. 22) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე