გადაწყვეტილება N 316 რუსეთის სატელევიზიო სადგურების ROSTOV - NA - DONU – 2 TBK ( ADD ) და NOVOLAKSKOE DAG - 27 TBK ( ADD ) წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 06, 2002
მიღების თარიღი სექტემბერი 06, 2002
რუსეთის
სატელევიზიო სადგურების
ROSTOV-NA-DONU 2 TBK
(ADD) და
NOVOLAKSKOE DAG - 27 TBK (ADD) წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით
გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა
სახელმწიფო სამსახურის წერილები (№ UMS- 50/0874
26.04.02. და № UMS- 50/0896 27.04.02.)
რუსეთის სატელევიზიო სადგურებისათვის ROSTOV-NA-DONU 2 TBK
(ADD) და
NOVOLAKSKOE DAG - 27 TBK (ADD) მინიჭებული
არხების გამოყენების შესახებ და „კავშირგაბმულობისა და
ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს, რუსეთის სატელევიზიო სადგურების ROSTOV-NA-DONU 2 TBK (ADD) და NOVOLAKSKOE DAG - 27 TBK (ADD) გამოყენებაზე (2002 წლის 26 აპრილის № UMS-50/0874 და 2002 წლის 27 აპრილის № UMS-50/0896 წერილების დანართებში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე