წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 324 ს / ს “ თბილავიამშენი ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 324 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 06, 2002

მიღების თარიღი სექტემბერი 06, 2002

ს/ს  „თბილავიამშენი”- სათვის  მაღალსიხშირული  მოწყობილობების  საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა ს/ს „თბილავიამშენს”  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურებით (N 138  07.06.02. და  N 232  13.08.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს ს/ს „თბილავიამშენმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.  გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   მთაწმინდა-კრწანისის   რაიონულ

                სასამართლოში  (ქ.თბილისი ლესელიძის ქ.22)  6  თვის ვადაში;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

  კომისიის  თავმჯდომარე                                        ვ. აბაშიძე

           

                       

 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები