წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 325 გაეროს დამკვირვებელთა მისიისათვის საქართველოში ( UNOMIG ) ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 325 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 06, 2002

მიღების თარიღი სექტემბერი 06, 2002

  გაეროს  დამკვირვებელთა  მისიისათვის  საქართველოში   (UNOMIG)      ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალსიხშირული  მოწყობილობების  შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში (UNOMIG), შემოიტანოს      ქვეყნის    ტერიტორიაზე    თანდართული      ზედდებულებით          (N 2536947350 და N 3481229916) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში (UNOMIG) აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

          3.   გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   მთაწმინდა-კრწანისის   რაიონულ

                სასამართლოში  (ქ.თბილისი ლესელიძის ქ.22)  6 თვის ვადაში;  

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                 ვ. აბაშიძე

           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები