წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 326 საზოგადოებრივი კავშირი “ ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 326 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 06, 2002

მიღების თარიღი სექტემბერი 06, 2002

საზოგადოებრივი კავშირი „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი”-სათვის  მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე   ნებართვის გაცემის შესახებ

    საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნულმა  კომისიამ   „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა  და 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ნებართვა საზოგადოებრივ კავშირს „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი” თანამგზავრული სადგურის გამოყენებაზე ქ. ოზურგეთში, „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი”-ს ოფისში   (ჭავჭავაძის ქ. N3);

2.      უზრუნველყოს    საზოგადოებრივმა  კავშირმა  „ოზურგეთის   ახალგაზრდა 

მეცნიერთა  კლუბი”,   მაღალსიხშირული   მოწყობილობის   გამოყენებისათვის   

მოქმედი  კანონმდებლობით   გათვალისწინებული   სხვა ნებართვების მიღება;

    3. აღირიცხოს საზოგადოებრივი კავშირის „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი” მიერ გამოყენებისათვის  განკუთვნილი    მაღალსიხშირული    მოწყობილობა    კომისიის    შესაბამის    მონაცემთა  ბაზაში;

4. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  მთაწმინდა-კრწანისის   რაიონულ  

           სასამართლოში (ქ. თბილისი ლესელიძის ქ. 22) 6 თვის ვადაში;

          5.  კონტროლი    აღნიშნული    გადაწყვეტილების    შესრულებაზე    დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ.ძაგნიძე).

         კომისიის თავმჯდომარე                                              ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები