წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 327 ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია “ ჰალო ტრასტი ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 327 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 06, 2002

მიღების თარიღი სექტემბერი 06, 2002

ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ჰალო ტრასტი”- სათვის  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე  ნებართვის  გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა ბრიტანულ ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „ჰალო ტრასტს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 244.0802 14.08.02)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს ბრიტანულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია „ჰალო ტრასტმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში (ქ. თბილისი ლესელიძის ქ. 22) 6 თვის ვადაში;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

  კომისიის  თავმჯდომარე                                        ვ. აბაშიძე

           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები