გადაწყვეტილება N 328 საქართველოს მიკროსა ფ ინანსო ბანკისათვის ( MBG ) მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 06, 2002
მიღების თარიღი სექტემბერი 06, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკს (MBG) შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 020902-1A 02.09.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკმა (MBG) აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში (ქ. თბილისი ლესელიძის ქ. 22) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე