გადაწყვეტილება N 33 რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურების TAZBICHI CHECH - 69 . 17 MHz , NOJAY - URT CHECH – 69 . 17 MHz , SHATOY CHECH – 69 . 17 MHz , GROZNYI ( YASTREBINAYA ) – 69 . 17 MHz და GROZNYI ( YASTREBINAYA ) – 68 . 15
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2002
მიღების თარიღი იანვარი 25, 2002
რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურების TAZBICHI CHECH-69.17 MHz, NOJAY-URT CHECH 69.17 MHz, SHATOY CHECH 69.17 MHz, GROZNYI (YASTREBINAYA) 69.17 MHz და GROZNYI (YASTREBINAYA) 68.15 MHz წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი (26.09.01. № UМS- 50/1840) რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურებისათვის TAZBICHI CHECH-69.17 MHz, NOJAY-URT CHECH 69.17 MHz, SHATOY CHECH 69.17 MHz, GROZNYI (YASTREBINAYA) 69.17 MHz და GROZNYI (YASTREBINAYA) 68.15 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურების TAZBICHI CHECH-69.17 MHz, NOJAY-URT CHECH 69.17 MHz, SHATOY CHECH 69.17 MHz, GROZNYI (YASTREBINAYA) 69.17 MHz და GROZNYI (YASTREBINAYA) 68.15 MHz გამოყენებაზე (26.09.01წ. № UМS- 50/1840 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
