წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 330 საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სამუშაო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 330 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 06, 2002

მიღების თარიღი სექტემბერი 06, 2002

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სამუშაო სიხშირეების მინიჭების  შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის  შესაბამისად

 გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამუშაო სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;

2.      შეტანილ იქნეს სიხშირეების ჩამონათვალი კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში;

3.      კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს  მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ 

    სასამართლოში  (ქ.თბილისი ლესელიძის ქ.22)  6 თვის ვადაში; 

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე). 

        კომისიის თავმჯდომარე                                   ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები