გადაწყვეტილება N 331 შპს “დელტა”-სათვის სამუშაო სიხშირეების ( 164 . 225 მგჰც და 169 . 400 მგჰც ) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 06, 2002
მიღების თარიღი სექტემბერი 06, 2002
შპს „დელტა”-სათვის სამუშაო სიხშირეების (164.225 მგჰც და 169.400 მგჰც) მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „დელტას” შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით 164.225 მგჰც და 169.400 მგჰც სამუშაო სიხშირეები
ქ. თბილისში რადიოკავშირისათვის;
2. უზრუნველყოს შპს „დელტამ” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა
მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „დელტა”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ
სასამართლოში (ქ.თბილისი ლესელიძის ქ.22) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს
სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე