გადაწყვეტილება N 332 შპს „მატრიქს ვაირლესისათვის“- სიხშირეების ( 5743 , 86 ; 5764 , 61 ; 5783 , 36 ; 5806 , 11 ; 5250 - 5350 მგჰც ) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 06, 2002
მიღების თარიღი სექტემბერი 06, 2002
შპს მატრიქს ვაირლესისათვის„- სიხშირეების (5743,86; 5764,61; 5783,36; 5806,11; 5250-5350 მგჰც)
მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს მატრიქს ვაირლესს„ 5743,86 მგჰც, 5764,61 მგჰც, 5783,36 მგჰც და 5806,11 მგჰც სიხშირეები და 5250-5350 გგჰც სიხშირული ზოლი შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით არაკომერციული მიზნით გამოყენების უფლებით;
2. უზრუნველყოს შპს მატრიქს ვაირლესმა„ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს მატრიქს ვაირლესის„ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში (ქ. თბილისი ლესელიძის ქუჩა N12).
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე