გადაწყვეტილება N 334 მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დამდგენი დამოუკიდებელი ორგანოს დანიშვნის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 06, 2002
მიღების თარიღი სექტემბერი 06, 2002
მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დამდგენი დამოუკიდებელი ორგანოს დანიშვნის თაობაზე
მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დადგენის მიზნით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 455 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 158-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტისა და 159-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დამდგენი დამოუკიდებელი ორგანო შემდეგი შემადგენლობით:
- თამაზ კუპატაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
- გურამ ქევანიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რადიოტექნიკის კათედრის გამგე, პროფესორი;
- ზურაბ შარაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის პროფესორი;
- ლევან რამიშვილი, თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი;
- გიორგი უგულავა, სამართლებრივი განათლების ასოციაციის დირექტორი.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში (ქ.თბილისი, ლესელიძის ქ.22) ექვსი თვის ვადაში
3. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე