წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 343 შპს “ ექსელენს ჰაი ტეკ ჯორჯია ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 343 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 13, 2002

მიღების თარიღი სექტემბერი 13, 2002

შპს „ექსელენს ჰაი ტეკ ჯორჯია”- სათვის  მაღალსიხშირული მოწყობილობების  საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „ექსელენს ჰაი ტეკ ჯორჯია”-ს  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე   თანდართული ანგარიშფაქტურით (N 1686 02.09.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      აღირიცხოს  მაღალსიხშირული მოწყობილობები კომისიის შესაბამის მონაცემთა  

      ბაზაში;  

       

           3.  გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   მთაწმინდა-კრწანისის   რაიონულ

                სასამართლოში  (ქ.თბილისი ლესელიძის ქ.22)  6  თვის ვადაში;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

              კომისიის თავმჯდომარე                                            ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები