საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2005
მიღების თარიღი სექტემბერი 13, 2002
“კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშ-ფაქტურით (N E200209101N 10.09.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;
2. აღირიცხოს მაღალსიხშირული მოწყობილობა კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში (ქ. თბილისი ლესელიძის ქ. 22) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე