გადაწყვეტილება N 347 დემოკრატ მესხთა კავშირისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 13, 2002
მიღების თარიღი სექტემბერი 13, 2002
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა დემოკრატ მესხთა კავშირს თანამგზავრული სადგურის გამოყენებაზე ქ. ახალციხეში, დემოკრატ მესხთა კავშირის ოფისში (რუსთაველის N26);2. უზრუნველყოს დემოკრატ მესხთა კავშირმა, მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ნებართვების მიღება;
3. აღირიცხოს მაღალსიხშირული მოწყობილობა კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ
სასამართლოში (ქ. თბილისი ლესელიძის ქ. 22) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე