წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 349 რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურების TAHTAMUKAY ADYG - 73 . 76 MHz და KRASNAYA POLIANA – 103 . 3 MHz წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 349 / 14

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 13, 2002

მიღების თარიღი სექტემბერი 13, 2002

 რუსეთის რადიოსამაუწყებლო  სადგურების TAHTAMUKAY ADYG  - 73.76 MHz და KRASNAYA POLIANA  – 103.3 MHz წარმოდგენილი  ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე  თანხმობის გაცემის შესახებ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები  (№ UMS- 50/1034 20.05.02 და № UMS- 50/1083 24.05.02)  რუსეთის  რადიოსამაუწყებლო სადგურებისათვის TAHTAMUKAY ADYG  - 73.76 MHz (MOD) და KRASNAYA POLIANA  – 103.3 MHz (MOD) მინიჭებული სიხშირეების გამოყენების  შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

  გადაწყვიტა  :

     

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურების TAHTAMUKAY ADYG  - 73.76 MHz (MOD) და KRASNAYA POLIANA  – 103.3 MHz (MOD) გამოყენებაზე (2002 წლის 20 მაისის № UMS-50/1034  და 2002 წლის 20 მაისის № UMS-50/1083  წერილების   დანართებში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო

სამსახურს (თ. ძაგნიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები