წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 35 რუსეთის საზღვაო რადიოსანავიგაციო სამსახურის მიერ 283 , 5 - 315 კჰც სიხშირული დიაპაზონის გამოყენების შესახებ

ნომერი: 35 / 14

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 22, 2002

მიღების თარიღი იანვარი 22, 2002

 რუსეთის საზღვაო რადიოსანავიგაციო სამსახურის მიერ 283,5-315 კჰც სიხშირული დიაპაზონის გამოყენების  შესახებ

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა   სახელმწიფო  სამსახურის  წერილი  (11.07.01. № UMS- 50/1366)  რუსეთის საზღვაო რადიოსანავიგაციო სამსახურის მიერ 283,5-315 კჰც დიაპაზონში სიხშირეების გამოყენების  შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ რუსეთის საზღვაო რადიოსანავიგაციო სამსახურის მიერ საკოორდინაციოდ წარმოდგენილი გადამცემების ჩამონათვალში არამართებულად შეტანილია ბიჭვინთის რადიოსანავიგაციო სადგური და იგი რუსეთის კუთვნილებადაა მითითებული.

ასევე არამართებულად ბიჭვინთის რადიოსანავიგაციო სადგური რუსეთის ფედერაციის სადგურადაა აღრიცხული ევროპის საზღვაო ზონის სიხშირული გეგმის პროექტში „IALA”, რომელიც გამოქვეყნებულია რადიოკავშირის ევროპის განყოფილების (ERO) დოკუმენტში  N FM(01)093 (07.05.2001).

კომისიამ  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

  გადაწყვიტა  :

     

1.      მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს  რუსეთის საზღვაო რადიოსანავიგაციო სამსახურის მიერ 283,5-315 კჰც დიაპაზონში შემდეგი სადგურების გამოყენებაზე:

არხისN

სიხშირე (კჰც)

გადამცემი სადგურის დასახელება

კოორდინატები

სამსახურის დასახელება

მანძილი (კმ)

მანძილი (მილი)

28

297.5

MIKULKIN

046E41   67N48

MB

90

50

28

297.5

SOCHINSKIY

039E43   43N35

MB

280

150

28

297.5

SAMBALUDA

035E14    65N38

MB

90

50

28

297.5

UNSKY

038E22   64N50

MB

40

22

28

297.5

VIEVNAVOLOK

033E04   69N27

MB

30

15

2.      უარი ეთქვას რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს  რუსეთის საზღვაო რადიოსანავიგაციო სამსახურის მიერ ქვემოთ მითითებულ ბიჭვინთის რადიოსანავიგაციო სადგურის 283,5-315 კჰც დიაპაზონში  გამოყენებაზე

 

არხისN

სიხშირე (კჰც)

გადამცემი სადგურის დასახელება

კოორდინატები

სამსახურის დასახელება

მანძილი (კმ)

მანძილი (მილი)

28

297.5

PITSUNDSKIY

040E20   43N09

MB

280

150

3.      დაისვას საკითხი ბიჭვინთის რადიოსანავიგაციო სადგურის სახელმწიფოებრივი მიკუთვნების შესახებ შესაბამისი საერთაშორისო უწყებების წინაშე;

4.  აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ სამაუწყებლო

სამსახურს (თ. ძაგნიძე) და  საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორს        (ა. ნაკაშიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები