გადაწყვეტილება N 350 შპს “დარაკა”-სათვის სამუშაო სიხშირეების ( 147 . 175 მგჰც და 152 . 825 მგჰც ) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 13, 2002
მიღების თარიღი სექტემბერი 13, 2002
შპს „დარაკა”-სათვის სამუშაო სიხშირეების (147.175 მგჰც და 152.825 მგჰც) მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „დარაკას” შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით 147.175 მგჰც და 152.825 მგჰც სამუშაო სიხშირეები
ქ. თბილისში რადიოკავშირისათვის;
2. უზრუნველყოს შპს „დარაკამ” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა
მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „დარაკა”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ
სასამართლოში (ქ.თბილისი ლესელიძის ქ.22) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს
სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე