გადაწყვეტილება N 353 შპს “ ევრო +”- სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 20, 2002
მიღების თარიღი სექტემბერი 20, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „ევრო +” სატელეფონო-საცნობარო სამსახურით მომსახურების განსახორციელებლად ისარგებლოს 999 (ცხრა-ცხრა-ცხრა) ნუმერაციის რესურსით ქ. ბათუმში;
2. კავშირგაბმულობის სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შპს „ევრო +” ვალდებულია, ნუმერაციის რესურსის გამოყენების საკითხი მოიყვანოს ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობაში.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში (ქ.თბილისი, ლესელიძის ქ.N22).
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).
დ. ქუთათელაძე
გ. კვერენჩხილაძე
გ. რატიშვილი