წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 354 საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 354 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 20, 2002

მიღების თარიღი სექტემბერი 20, 2002

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე  ნებართვის  გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემოიტანოს საქართველოს  ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობები ჩამონათვალის მიხედვით:

                  „ჰარისის” ტიპის უმტ ზურგზე მოსაკიდებელი რადიოსადგურები – 47 ცალი;

                  „ჰარისის” ტიპის რაციები  - 68 ცალი;

                  ბატარეა, დასამუხტი, ზურგზე მოსაკიდებელი რადიოსადგურებისათვის – 188 ც;

                    ბატარეა, დასამუხტი, რაციის ტიპის რადიოსათვის – 136 ცალი;

                  ანტენები, გრძელი  - 47 ცალი;

                    ანტენები, მოკლე  - 68 ცალი;

2.      აღირიცხოს მაღალსიხშირული მოწყობილობები კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში;

3.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში (ქ. თბილისი ლესელიძის ქ. 22) 6 თვის ვადაში;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

            კომისიის  თავმჯდომარე                                                      ვ. აბაშიძე

 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები