წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 40 შპს “ რუსთავი 2 ონლაინსა ” და შპს “ მაგთიკომს ” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გა ფ ორმების თაობაზე დავის განხილვის დაწყების შესახებ

ნომერი: 40 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2002

მიღების თარიღი თებერვალი 01, 2002

შპს „რუსთავი 2 ონლაინსა” და შპს „მაგთიკომს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს „რუსთავი 2 ონლაინმა” მიმართა კომისიას შპს „მაგთიკომთან” ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „რუსთავი 2 ონლაინი” კომისიას სთხოვს ჩაერთოს მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმების პროცესში საცალო ფასებისა და ზარის დამრგვალების წესის დადგენასთან დაკავშირებით.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების 11-ე თავის 53-ე და 54-ე მუხლების საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაინიშნოს შპს „რუსთავი 2 ონლაინსა” და შპს „მაგთიკომს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვა 2002 წლის 15 თებერვალს 15.00 საათზე.

2. ეცნობოთ შპს „რუსთავი 2 ონლაინს” და შპს „მაგთიკომს” დავის განხილვის თარიღი და დრო.

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ (ე.ასანიძე) სამსახურს.

კომისიის თავმჯდომარე:                              ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები