წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 41 ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 41 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 05, 2002

მიღების თარიღი თებერვალი 05, 2002

ამერიკის  შეერთებული შტატების საელჩოსათვის  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ზედდებულით                                 (N 8259690698520402)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის;

2.      უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დამატებითი ტექნიკური  ინფორმაციის წარმოდგენა აღნიშნული მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

  კომისიის  თავმჯდომარე                                                                ვ. აბაშიძე

           

                       

 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები