გადაწყვეტილება N 421 შპს “ფარი - 2002 ”- სათვის სამუშაო სიხშირეების ( 405 . 150 მგჰც და 410 . 625 მგჰც ) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2002
მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2002
შპს „ფარი-2002”- სათვის სამუშაო სიხშირეების (405.150 მგჰც და 410.625 მგჰც ) მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ფარი-2002”-ს 405.150 მგჰც და 410.625 მგჰც სამუშაო სიხშირეები ქ. თბილისში სამსახურეობრივი რადიოკავშირისათვის და გაუქმდეს 457.750 მგჰც და 462.925 მგჰც სიხშირეების მინიჭება საკუთარი განცხადების საფუძველზე;
2. უზრუნველყოს შპს „ფარი-2002”-მა კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ფარი-2002”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო
სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
