გადაწყვეტილება N 422 შ . პ . ს . “ ულტრა კომუნიკაციები ”- სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2002
მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიღებული იქნეს ცნობად შპს „ულტრა კომუნიკაციები”-ს #60 23.10.2002 განაცხადი ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსის კომისიისათვის გადაცემის შესახებ;
2. განესაზღვროს შპს „ულტრა კომუნიკაციებს”, # 1320 ლიცენზიით მინიჭებულ ნუმერაციის რესურსად: ინდექსი 420XXX~424XXX;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
