გადაწყვეტილება N 424 შპს ტელე - რადიოკომპანია “ TV - 21 ” N 1141 ლიცენზიისათვის ( საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა ) მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2002
მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2002
(საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა)
მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს N 2/4-3070 დადგენილებით განხორციელდა შპს ტელე-რადიო კომპანია „TV-21”-ისა და შპს „ავლარის” შერწყმა, რის შედეგად შპს „TV-21” წარმოადგენს შპს „ავლარის” სამართალმემკვიდრეს. შპს ტელე-რადიო კომპანია „TV-21” ითხოვს N 1141 ლიცენზიის ვადის გაგრძელებას და მოდიფიცირებას „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს ტელე-რადიო კომპანია „TV-21” მაუწყებლობს ლიცენზიით გათვალისწინებული სიმძლავრის გადამცემით, რომლის სიგნალი მაუწყებლობის პროცესში ვრცელდება ქ.თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში მავნე ხელშეშლების წარმოქმნის გარეშე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 391 და 453 მუხლების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ტელე-რადიო კომპანია „TV-21”-ის N 1141 ლიცენზიას, 2012 წლის 20 აგვისტომდე;
2. მოდიფიცირებულ იქნეს შპს ტელე-რადიო კომპანია „TV-21”-ის N 1141 ლიცენზია და ლიცენზიის სახეობა და ლიცენზიის საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა.
ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობის ორგანიზება მე-14 სატელევიზიო არხზე (239-245,75 მგჰც) მეორად საფუძველზე, 50 ვტ სიმძლავრის გამოყენებით (ქ.თბილისში სამაუწყებლო სიგნალის შესაბამისი დონის გეოგრაფიულ ფარგლებში)”;
3. სატელევიზიო გადამცემის განთავსების ადგილად განისაზღვროს გომბორის გადასახვევთან მდებარე ანძა (გარდაბნის რაიონი);
4. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობიდან - 26 406 (ოცდაექვსი ათას ოთხას ექვსი) ლარი, 30%-ის ( 7921,8 ლარი) გადახდა მოხდეს ერთი თვის ვადაში, საიდანაც 20% (5281,2 ლარი) გადახდა მოხდეს კომისიის ანგარიშზე, ხოლო 10%-ის (2640,6 ლარი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე - საქართველოს ეროვნული ბანკი, კოდი 220101107, სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალური ანგარიში N000141107, კოდი 8001 (სალიცენზიო გადასახდელის კოდი);
6. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (18484,2 ლარი) გადახდა მოხდეს მე-5 პუნქტში მითითებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე, შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
2053,8 ლარი - 2003 წლის 20 სექტემბრამდე;
2053,8 ლარი - 2004 წლის 20 სექტემბრამდე;
2053,8 ლარი - 2005 წლის 20 სექტემბრამდე;
2053,8 ლარი - 2006 წლის 20 სექტემბრამდე;
2053,8 ლარი - 2007 წლის 20 სექტემბრამდე;
2053,8 ლარი - 2008 წლის 20 სექტემბრამდე;
2053,8 ლარი - 2009 წლის 20 სექტემბრამდე;
2053,8 ლარი - 2010 წლის 20 სექტემბრამდე;
2053,8 ლარი - 2011 წლის 20 სექტემბრამდე;
7. თანხების გადახდის წესი და პასუხისმგებლობა განისაზღვროს საქართველოს კანონმდებლობით;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამაუწყებლო (თ.ძაგნიძე) სამსახურს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე.
