გადაწყვეტილება N 425 სს “ საქართველოს ელექტროკავშირსა ” და შპს “ ახტელს ” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2002
მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2002
სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს”, როგორც ადგილობრივი კავშირის ოპერატორებს შორის, ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე არსებული დავა.
კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოცხადდა სს „საქართველოს ელექტროკავშირის” სათანადო უფლებამოსილების მქონე პირი. შესაბამისად, არ არის გარკვეული სს „საქართველოს ელექტროკავშირის” პოზიცია სადაო საკითხების თაობაზე. კომისია თვლის, რომ შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს”, როგორც ადგილობრივი კავშირის ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე არსებული დავის განხილვა გადაიდოს 2002 წლის 22 ნოემბერს 12 საათზე.
2. ეცნობოთ სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს” დავის განხილვის თარიღი და დრო.
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ (ე.ასანიძე) და ეკონომიკურ (გ.ბუთბაია) სამსახურს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე.
