წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 426 სს “ საქართველოს ელექტროკავშირსა ” და შპს “ ახალ ქსელებს ” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 426 / 16

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 08, 2002

მიღების თარიღი ნოემბერი 08, 2002

სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს”, როგორც ადგილობრივი კავშირის ოპერატორებს შორის, ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე არსებული დავა.

კომისია აღნიშნავს, რომ მხარეებმა მოითხოვეს დავის განხილვის გადადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს”, როგორც ადგილობრივი კავშირის ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე არსებული დავის განხილვა გადაიდოს 2002 წლის 22 ნოემბერს 12 საათზე.

2. ეცნობოთ სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს” დავის განხილვის თარიღი და დრო.

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ (ე.ასანიძე) და ეკონომიკურ (გ.ბუთბაია) სამსახურს.

კომისიის თავმჯდომარე:                                             ვ. აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები