წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 428 ს / ს “ ი - მედია ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 428 / 7

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 08, 2002

მიღების თარიღი ნოემბერი 08, 2002

ს/ს  „ი-მედია”- სათვის  მაღალსიხშირული მოწყობილობების  საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა ს/ს  „ი-მედიას” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 7995035 18.10.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს ს/ს  „ი-მედიამ”  აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე ნებართვის მისაღებად;

3.      გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს   თბილისის    საოლქო   სასამართლოში              

     (ქ.თბილისი,   რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

  კომისიის  თავმჯდომარე                                        ვ. აბაშიძე

           

                       

 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები