გადაწყვეტილება N 430 შპს ტელეკომპანია “ ლომსია ”- სათვის სამუშაო სიხშირის (3620 მგჰც) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 08, 2002
მიღების თარიღი ნოემბერი 08, 2002
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ტელეკომპანია „ლომსია”-ს 3620 მგჰც სამუშაო სიხშირე, ქ. ახალციხეში რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისათვის;
2. უზრუნველყოს შპს ტელეკომპანია „ლომსია”-მ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა რადიოსარელეო სადგურის ექსპლუატაციაზე ნებართვის მისაღებად;
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ტელეკომპანია „ლომსია”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
