გადაწყვეტილება N 431 შპს “ფარი”- სათვის სამუშაო სიხშირეების ( 442 . 250 და 447 . 925 მგჰც ) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 08, 2002
მიღების თარიღი ნოემბერი 08, 2002
შპს „ფარი”- სათვის სამუშაო სიხშირეების (442.250 და 447.925 მგჰც ) მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ფარს” 442.250 მგჰც და 447.925 მგჰც სამუშაო სიხშირეები ქ. თბილისში, მის გარეუბნებსა და შემოგარენში სამსახურეობრივი რადიოკავშირისათვის;
2. უზრუნველყოს შპს „ფარმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ფარი”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო
სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
