გადაწყვეტილება N 433 შპს “ შავი არწივი ”- სათვის სამუშაო სიხშირეების ( 150 . 325 და 156 . 100 მგჰც ) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 08, 2002
მიღების თარიღი ნოემბერი 08, 2002
შპს „შავი არწივი”- სათვის სამუშაო სიხშირეების (150.325 და 156.100 მგჰც ) მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „შავ არწივს” 150.325 მგჰც და 156.100 მგჰც სამუშაო სიხშირეები ქ. თბილისში სამსახურეობრივი რადიოკავშირისათვის;
2. უზრუნველყოს შპს „შავმა არწივმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „შავი არწივი”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო
სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
