გადაწყვეტილება N 435 რუსეთის სატელევიზიო სადგურების CHARVALI DAG – 38 TBK ( ADD ) და KARABUDAKHENT DAG – 41 TBK ( ADD ) წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 08, 2002
მიღების თარიღი ნოემბერი 08, 2002
რუსეთის სატელევიზიო სადგურების
CHARVALI DAG 38 TBK (ADD) და
KARABUDAKHENT DAG 41 TBK (ADD)
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით
გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა
სახელმწიფო სამსახურის წერილებში (№
UMS- 50/1610 19.07.02. და № UMS- 50/1662 26.07.02.) რუსეთის სატელევიზიო სადგურებისათვის CHARVALI DAG 38 TBK (ADD) და KARABUDAKHENT DAG 41 TBK
(ADD) მინიჭებული არხების გამოყენების შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის
შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სადგურების CHARVALI DAG 38 TBK (ADD) და KARABUDAKHENT DAG 41 TBK (ADD) გამოყენებაზე (2002 წლის 19 ივლისის № UMS-50/1610 და 26 ივლისის № UMS-50/1662 წერილების დანართებში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
