წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 444 შპს ს . პ . ი . “ კაპაგ - პეტრო ფ აკი ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 444 / 7

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2002

მიღების თარიღი ნოემბერი 15, 2002

შპს ს.პ.ი. „კაპაგ-პეტროფაკი”-სათვის  მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

    საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნულმა  კომისიამ   „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა  და 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს ს.პ.ი. „კაპაგ-პეტროფაკს” VSAT თანამგზავრული სადგურების (სამუშაო დიაპაზონი Tx 13.75-14.50  GHz, Rx 10.70-12.75 GHz) გამოყენებაზე, რომლებიც განთავსებული იქნება შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი,  ლიხაურის ქ. N4;

                                    გარდაბნის რაიონი, სადგური PS-G1 – ს ოფისში;

                                    თეთრიწყაროს რაიონი, სადგური PS-G2 – ს ოფისში;

2. უზრუნველყოს შპს ს.პ.ი. „კაპაგ-პეტროფაკმა”, მაღალსიხშირული   მოწყობილობების   გამოყენებისათვის  მოქმედი  კანონმდებლობით   გათვალისწინებული   სხვა ნებართვების მიღება;

    3. აღირიცხოს მაღალსიხშირული    მოწყობილობები    კომისიის    შესაბამის    მონაცემთა  ბაზაში;

4. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  თბილისის საოლქო სასამართლოში   (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ 7ა) 6 თვის ვადაში;

          5.  კონტროლი    აღნიშნული    გადაწყვეტილების    შესრულებაზე    დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ.ძაგნიძე).

         კომისიის თავმჯდომარე                                  ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები