გადაწყვეტილება N 446 შპს “ აუდიენცია ”- სათვის სამუშაო სიხშირეების ( 2050 მგჰც ; 7332 მგჰც და 12081,1 მგჰც) მინიჭების გაუქმების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2002
მიღების თარიღი ნოემბერი 15, 2002
შპს „აუდიენცია”- სათვის სამუშაო სიხშირეების (2050 მგჰც; 7332 მგჰც და 12081,1 მგჰც) მინიჭების გაუქმების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს შპს „აუდიენცია”-ზე 2050 მგჰც; 7332 მგჰც და 12081,1 მგჰც სიხშირეების მინიჭება საკუთარი განცხადების საფუძველზე;
2. შეტანილ იქნეს ინფორმაცია შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
