წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 447 შპს “ ტელეიმედი “- სათვის სამუშაო სიხშირეების (2050 და 12081,1 მგჰც) მინიჭების შესახებ

ნომერი: 447 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2002

მიღების თარიღი ნოემბერი 15, 2002

შპს „ტელეიმედი„- სათვის სამუშაო სიხშირეების  (2050  და  12081,1  მგჰც)  მინიჭების  შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და  მე-2 პუნქტის,  48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს შპს „ტელეიმედს”  2050 მგჰც  და  12081,1 მგჰც სამუშაო სიხშირეები ქ. თბილისში რადიო-სარელეო ხაზის ფუნქციონირებისათვის;    

2.      უზრუნველყოს შპს „ტელეიმედმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა რადიო-სარელეო  სადგურების   ექსპლუატაციაზე  ნებართვის მისაღებად;

3.      კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში შპს „ტელეიმედი”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი მოყვანილი იქნეს შესაბამისობაში კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება  შეიძლება    გასაჩივრდეს  თბილისის  საოლქო სასამართლოში   (ქ. თბილისი,   რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე). 

    კომისიის თავმჯდომარე                                       ვ. აბაშიძე              

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები